აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ქალ კანდიდატს მომავალ კვირაში წარადგენს.
„მე მომავალ კვირაში წარვადგენ კანდიდატს. ის იქნება ქალი. ჩემი აზრით, ის უნდა იყოს ქალი, რადგან მე სინამდვილეში, ქალები ბევრად უფრო მეტად მომწონს, ვიდრე მამაკაცები“, - აღნიშნა ტრამპმა ჩრდილოეთ კაროლინის შტატში ამომრჩევლებთან წინასაარჩევნო შეხვედრისას.
ცნობისთვის, აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე რუთ ბეიდერი გინსბურგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. რუთ ბეიდერ გინსბურგი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობას 27 წლის განმავლობაში იკავებდა. ის აშშ-ის ისტორიაში მეორე ქალი იყო, რომელმაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა დაიკავა. გინსბურგი გამოჩენილი ფემინისტი იყო, რომელსაც აშშ-ში ლიბერალების სიმბოლოდ იქცა.
მედიის ინფორმაციით, მას პანკრეასის კიბო ჰქონდა. ჩრდილოეთ კაროლინაში სიტყვით გამოსვლისას გარდაცვლილ მოსამართლეზე საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ
„გინსბურგის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, მართლმსაჯულების მიმართ ძლიერი ერთგულება და კიბოს წინააღმდეგ მამაცური ბრძოლა ყველა ამერიკელისთვოს შთამაგონებელია“.