პარალმენტმა უზენაესი სასამართლოს ოთხი მოსამართლე აირჩია

საქართველოს პარალმენტმა უზენაესი სასამართლოს ოთხი მოსამართლე აირჩია. კერძოდ, პარლამენტმა დღეს კენჭი უყარა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრებად აირჩია: გენადი მაკარიძე ( 81 მომხრე, 5 წინააღმდეგი), ნინო სანდოძე ( 80 მომხრე, 5 წინააღმდეგი), თამარ ოქროპირიძე ( 81 მომხრე, 5 წინააღმდეგი), თეა ძიმისტარაშვილი ( 81 მომხრე, 5 წინააღმდეგი).

პარლამენტმა ეს ნაბიჯი საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის ფონზე გადადგა. ამერიკის და ევროკავშირის საელჩოები მუდმივად მოუწოდებდნენ ხელისუფლებას, პრიორიტეტი მიანიჭებინა მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი არამოსამართლე წევრების დანიშვნას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და 2022 წლის გაზაფხულამდე დაასრულოს რეფორმის წინა ტალღების დამოუკიდებელი შეფასება.

ამავე თემაზე:

აშშ იმედგაცრუებულია, რომ საქართველოს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს განაგრძობს

ევროკავშირის საელჩო უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების საპარლამენტო მოსმენებს არ ესწრება