ირაკლი კობახიძე: კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია არის ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო თანამდებობა

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა პრონციპით შეირჩა საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები და ხომ არ ითვავალისწინებს ამ პოზიციაზე თეა წულუკიანის დანიშვნა მის თანამდებობრივ ჩამოქვეითებას, ირაკლი კობახიძე პასუხობს, რომ კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციას, ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო თანამდებობაა.

„კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია არის ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო თანამდებობა, გამომდინარე იქიდან,რომ ყველა კომიტეტი არის პასუხისმგებელი როგორც კანონშიდა მოქმედ საქმიანობაზე, ისე შესაბამისი სამინისტროს, ან სამინისტროების ზედამხედველობაზე. აქედან გამომდინარე ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და აქედან გამომდონარე, თხუთმეტივე კომიტეტის თავმჯდომარე ამ პასუხისმგებლობას შეასრულებს ისე, როგორც საჭიროა", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.