"დღეს ჩვენ ვხედავდით ერთპარტიულ პარლამენტს, ერთმანეთთან მოლაპარაკე იმ ადამიანებს, რომლებსაც არანაირი იდეოლოგიური საერთო არა აქვთ ერთმანეთთან, გარდა მერკანტელური ინტერესებისა" - ასე აფასებს დღევანდელ მე-10 მოწვევის პარლამენტის სხდომას ეკა ბესელია.
"ის რომ ჩვენი გზები გაიყო, ეს აღარ არის გასაკვირი. ალბათ გასაკვირი იქნებოდა ის, რომ ამ ღირებულებათა საშინელი სიმწირისა და მთავარი იდეის ღალატის შემდეგ ყოფილიყო საერთო ემოციური ბმა. დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ რეალურად, პარლამენტი იყო გარეთ. პარლამენტი იყო სასახლის ეზოში. ხოლო შიგნით დარჩნენ ადამიანები, რომლებმაც უბრალოდ მიიტაცეს ძალაუფლება და არჩევნების გაყალბების გზით, შექმებს ვითარება, რომელმაც, ჩვენი ქვეყანა ბევრი წლით უკან გადაწია. " - აღნიშნა ბესელიამ.