არჩილ თალაკვაძე: ქართული ოცნება არ განიხილავს განმეორებით არჩევნებს

მე-10 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება" არჩევნების განმეორებით ჩატარებას არ განიხილავს, რადგან ამის საფუძველი არ არსებობს.

"2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველომ ჩაატარა არსებითად პროპორციული სისტემით და საერთაშორისო სადამკვირვებლო ავტორიტეტულმა ორგანიზაციებმა შეაფასეს, როგორც კონკურენტული და ფუნდამენტალური უფლებების დაცვით ჩატარებული არჩევნები." -აღნიშნა თალაკვაძემ.

მისი თქმით, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ბოიკოტს დემოკრატიას, რომელიც დასავლეთის ყველა სახელმწიფოში არის მიღბული. საერთაშორისო პარტნიორები, ევროპარლამენტარები, ყველანი გაოცებულები არიან იმით, რომ ოპოზიცია, მიუხედავად იმისა რომ მათ ბევრი მანდატი მიიღეს პარლამენტში, უარს აცხადებენ საპარლამენტო პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობაზე.

"დღეს ოპოზიციის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს წარმართავს ძირითადად რადიკალური ფრთა, რომელიც საზოგადობას ყოველდღიურად ატყუებს. ეს ადამიანები, ვინც ხელმძღვანელობენ ამ პროცესებს, სინამდვილეში თვითონ არ არიან პარლამენტში შესული, მათ არა აქვთ მანდატი და ნდობა მიღებული საზოგადოების მხრიდან. შეიძლება ითქვას, უმანდატო ოპოზიციონერებმა ამ დღეების განმავლობაში ნდობით აღჭურვილ დანარჩენ კოლეგებს, პრაქტიკულად გადააყრევისეს მიღებული მანდატები. თუმცა, ჯერ კიდევ გარკვეული აზრთა სხვადასდხვაობა არის ოპოზიციაში. მე დიდი იმედი მაქვს, ოპოზიციაში პრაგმატული, ჯანსაღი ნაწილი მოიძებნება და ისინი საბოლოოდ მიიღებენ გადაწყვეტილებას, შემოუერთდნენ საპარლამენტო პროცესს." - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ოპოზიციამ შექმნა ისეთი განწყობა, თითქოს არჩევნები გაყალბდა.