კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე europetime-თან საუბრისას აფასებს დღეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს პალამენტი საკმაოდ რთულ ვითარებაში იმყოფება, რაც თავისთავად უარყოფითად აისახება საპარლამენტო ცხოვრებაზე.
" ეს შეიძლება იყოს კრიზისის მანიშნებელი, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საქართველოში დამკვიდრებული პოლიტიკის წესის გადახედვაზე და გარკვეული კითხვები გამოიწვიოს. ერთი მხრივ არის საჯარო კრიზისი, მეორე მხრივ კრიზისი არის შესაძლებლობა, რომელიც წარმოაჩენს თუ რისი გაკეთება შეიძლებოდა, ან შეიძლება და რამ გამოიწვია ეს კოლაფსი. მართლა ვდგავართ უფსკრულის პირას და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები"- აღნიშნა ვახუშტი მენაბდემ.
მისი თქმით, პოლიტიკურ პარტიებიდან არც ერთ მხარეს აქვს უნარი და სურვილი, რომ კონსტრუქციული პოლიტიკა გაატაროს.
" მთავრობა გამოდის და მათრახით და თაფლაკვერით რაღაც სცენარის გათამაშებას ცდილობს. ერთის მხრივ პარლამენტში ეპატიჟება და კონსტრუქციულ თანამშრომლობას ჰპირდება ოპოზიციას, მეორე მხრივ, ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას გაუქმებით ემუქრება. ეს ცხადია გარკვეულ დისონასნს იწვევს კომუნიკაციაში. ამას შეიძლება სხვა შედეგები მოჰყვეს. თუნდაც ის, რომ ასეთი განცხადებები მოლაპარაკებებს გაართულებს. ახლა როცა ძალიან მყიფე და ფაქიზია კომუნიკაცია პოლიტიკიკურ პარტიებს შორის, მსგავსი გამოსცვლები და განცხადებები სიტუაციას არ გააუმჯობესებს." - ვახუშტი მენაბდე.
მანვე აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი, რაც ახლა ხდება არ არის კარგი, მაგრამ არ მოდის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში.
"რაც შეეხება პარლამენტს, რა თქმა უნდა, ფორმალურად ის შეძლებს ქვეყნის მართვას. გადაწყვეტილებები უმრავლესობით მიიღება. თუმცა, ლეგიტიმურობის თვალსაზრისით იქნება გარკვეული პრობლემები. უმრავლესობას მოუწევს ბევრი რამის დამტკიცება. ის, რასაც ოპოზიცია აკეთებს, არის ოპოზიციური სტრატეგია, ვინ როგორც თვლის საჭიროდ ისე მოქმედებს. თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ გარკვეული სიხისტე ორივე მხარეს ახასიათებს." - აღნიშნა ვახუშტი მენამდემ საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 11 დეკემბერს, მე-10 მოწვევის პარლამენტმა პირველი სხდომა გამართა. სხდომას არ დასწრებია ოპოზიციის არცერთი წარმომადგენელი. მათი დიდი ნაწილი უარს ამბობს მანდატებზე, რადგან მიაჩნია, რომ არჩევნები გაყალბდა.