თალაკვაძე პარალელური დათვლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ოპოზიციისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

"სამართლიანმა არჩევნებმა“ გააკეთა განცხადება და ყველამ ნახა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, ხმების პარალელური დათვლის შედეგები ზუსტ თანხვედრაშია არჩევნების შედეგებთან", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში "ღამის კურიერი" განაცხადა.

"ჩვენ გავხდით მომსწრე სამარცხვინო განცხადებების. უმანდატო პოლიტიკოსებმა, პრაქტიკულად მანდატებზე უარი ათქმევინეს დანარჩენ ოპოზიციონერ ლიდერებს. დასავლეთი მოუწოდებდა ოპოზიციას პარლამენტში შესვლას, ხოლო ოპოზიციას არ უნდა, რომ იყოს ოპოზიცია და არ უნდა პარლამენტში შესვლა", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძეს თქმით, ქართული ოცნება „არ აპირებს სამართლიანი გამარჯვების დათმობას“ ხოლო ოპოზიცია უნდა გამოვიდეს და საჯაროდ ბოდიში მოიხადოს.

დღეს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ოპოზიციის გარეშე ჩატარდა. 5-მა პოლიტიკურმა სუბიექტმა მანდატებზე უარის დასაფიქსირებლად მემორანდუმს მოაწერა ხელი.