აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტამდე ერთი დღით ადრე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელი აზერბაიჯანის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანს ცალ-ცალკე შეხვდება. 15 დეკემბერს კი სამმხრივი შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.
უფრო ადრე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს ტელეფონით ესაუბრა, რომლის დროსაც რეგიონში შექმნილი ვითარება და აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები განიხილა.
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ბრიუსელში 15 დეკემბერს გაიმართება.
აღმოსავლეთის პარტნიორობა არის ევროკავშირის პროექტი, რომლის დეკლარირებული მიზანია კავშირების განვითარება აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან. 2021 წლის ივნისში ბელარუსმა, მინსკის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების საპასუხოდ, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრობა შეაჩერა.