საქართველოს ბანკზე მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილ ბადრი ესებუას ძმას, ბიძინა ესებუას ბრალს რამდენიმე საათში წაუყენებენ
ბიძნა ესებუა გუშინ დააკავეს. ბრალი ედება იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანანონო ტარება შენახვაში.
დაკავებულის ადვოკატის იოსებ ჯანაშიას განცხადებით, პოლიციამ ბიძინა ესებუა ტყვედ აიყვანა და არანაირ კანონ დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
„არსებობს ისეთ ვერსია თითქოს ესებუა აპირებდა მის ძმასთან კონკრეტული ნივთების მიტანას და მასზე ხორციელდებოდა თვალთვალი. თუმცა, რატომღაც თვალთვალი ბოლომდე არ განხორციელდა და დააკავეს, რაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს რომ თვალთვალი არ ხორციელდებოდა. უბრალოდ დააკავეს. საბრძოლო მასალა მას მანქანაში არ ჰქონია და არც არავისთან აპირებდა შეხვედრას“, -აღნიშნავს იოსებ ჯანაშია
გამოძიების ცნობით, ბიძინა ესებუას ძებნილ ძმასთან სავარაუდოდ კონტაქტი ჰქონდა და მისთვის ნივთების გადაცემას გეგმავდა.
შსს-ს ცნობით, მანქანაში პოლიციამ 2 ხელყუმბარა, ავტომატის ვაზნები, საძილე ტომარა, საკვები და ტანსაცმელი იპოვა. დაკავებული ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ იარაღი ჩაუდეს.