ბათუმში გამართულ აქციაზე პოლიციამ 4 დემონსტრანტი დააკავა

დღეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს შენობასთან გამართულ აქციაზე, პოლიციამ 4 დემონსტრანტი დააკავა.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის კონსტანტინე ანანიაშვილის განცხადებით, აქციის მიანაწილეებსა და სამართლადამცავებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს ერთი პოლიციელი დაშავდა.

დაკავებული დემონსტრანტები სპორტსმენები არიან. სპორტსმენები აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟავაძესთან შეხვედრის მოთხოვნით, შენობაში შესვლას ცდილობდნენ, რის შემდეგაც პოლიციასთან დაპირისპირება მოხდა.

აქციის მონაწილეები რამდენიმე დღის წინ მათ დაჯარიმებას აპროტესტებდნენ. დაკავებულ პირებს პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დამოუმორჩილებლობაში ედებათ ბრალი.