კახეთში 80 წელს გადაცილებული ქალი ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ მისი ქმარი დააკავა.
შსს-ს პრესსამსახურის განცხადებით, გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს
არსებული ინფორმაციით, 80 წელს გადაცილებულ ქალს ჭრილობები ყელის არეში აქვს მიყენებული ცივი იარაღით. ეჭვმიტანილს მიმალვა არ უცდია.