აშშ, ირანთან იარაღის სფეროში კავშირის გამო, ათეულობით ფირმასა და პირს სანქციებს დაუწესებს

21 სექტემბერს, აშშ სანქციებს დაუწესებს ორ ათეულზე მეტ პირსა და ორგანიზაციას, რომლებიც ირანთან ერთად, ბირთვულ, სარაკეტო და ჩვეულებრივი იარაღის პროგრამებში არიან ჩართულნი.

ამის შესახებ სააგენტო „Reuters“-ი აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს.

19 სექტემბერს აშშ-მა, მიუხედავად ახლო მოკავშირეობისა უარისა, ცალმხრივად კვლავ აამოქმედა გაეროს სანქციები, რომელიც ირანს, ბირთული შეთანხმების პირობებით 2015 წელს გაუუქმეს.

Reuters-თან ანონიმურობის დაცვის პირობით საუბრისას ამერიკელმა მოხელემ განაცხადა, რომ წლის ბოლოსთვის ირანს საკმარისი მასალა ექნება ბირთვული იარაღისთვის. ასევე, თეირანმა შორი მოქმედების სარაკეტო სფეროში ჩრდილოეთ კორეასთან, რომელსაც ბირთვული იარაღი აქვს, თანამშრომლობა განაახლა.

Reuters-ის თანამოსაუბრეს ამ მტკიცებების დამადასტურებელი დეტალები არ წარმოუდგენია.

ახალი სანქციები წარმოადგენს გაფრთხილებას ჩინეთის, რუსეთისა და ევროპელი მოკავშირეებისთვის, რათა მათ არ უგულებელყონ ირანისთვის გაეროს სანქციების აღდგენისკენ აშშ-ის სწრაფვა. კომპანიები, რომლებიც ამ ქვეყნებში არიან დაფუძნებული, სანქციების დარღვევისთვის დაისჯებიან.