Amnesty International-ი რუსეთში „საერთაშორისო მემორიალის“ დახურვის გადაწყვეტილებას გმობს

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ რუსეთის უძველესი ადამიანის უფლებათა ჯგუფის „საერთაშორისო მემორიალის“ დახურვის ბრძანება გასცა. დაკმაყოფილდა გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც ორგანიზაციას „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონის დარღვევაში არაერთხელ ადანაშაულებდა.

ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა დაგმო გადაწყვეტილება და ამ ნაბიჯს გულაგის მსხვერპლთა ხსოვნის შეურაცხყოფა უწოდა.

Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორმა, მარი სტრაზერსმა განაცხადა, რომ „საერთაშორისო მემორიალი“ არის პატივსაცემი უფლებადამცველი ორგანიზაცია, რომელიც დაუღალავად მუშაობდა იოსებ სტალინისა და სხვა საბჭოთა ლიდერთა დროს ჩადენილ სიმხეცეთა და პოლიტიკურ რეპრესიათა დოკუმენტირებაზე.

მისივე თქმით, „საერთაშორისო მემორიალის“ დახურვა სიტყვის თავისუფლებისა და ასოცირების უფლების პირდაპირი ხელყოფაა.

„საერთაშორისო მემორიალი“ 1989 დაფუძნდა.