კრემლში თვლიან, რომ ყაზახეთს თავისი შიდა პრობლემების გადაჭრა დამოუკიდებლად შეუძლია. ყაზახეთს, მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე, რუსეთისთვის დახმარება ჯერ არ უთხოვია, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
„დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენს ყაზახ მეგობრებს შეუძლიათ, დამოუკიდებლად მოაგვარონ შიდა პრობლემები“, - განუცხადა პესკოვმა „რია ნოვოსტის“ და დაამატა, რომ მნიშვნელოვანია, გარე ჩარევა არ მოხდეს.
BBC-ის ცნობით, ყაზახეთში ინტერნეტი გაითიშა
ყაზახეთში საწვავის ფასის გაძვირებას აპროტესტებენ