ყაზახეთის უდიდეს ქალაქ, ალმათიში ანტისამთავრობო პროტესტის მონაწილეები მერის შენობაში შეიჭრნენ. BBC-ის ცნობით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა.
4 იანვარს, პრეზიდენტმა გადააყენა მთავრობა და განაცხადა, რომ საწვავის დაბალი ფასები კვლავ დაბრუნდება.
BBC წერს, რომ საპროტესტო აქციები იშვიათია ნავთობით მდიდარ ყოფილ საბჭოთა ქვეყანაში, რომელსაც მკაცრად აკონტროლებს მთავრობა.
ალმათიში პოლიციამ რამდენიმე ათასი მომიტინგის წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზიდა სხვა საშუალებები გამოიყენა, თუმცა მერიის შენობაში შეჭრა ვერ აღკვეთა.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ შენობიდან კვამლი ამოდიოდა, ასევე ისმოდა სროლის ხმა. ქალაქის პოლიციის უფროსმა, კანატ ტაიმერდენოვმა თქვა, რომ „ექსტრემისტები და რადიკალები“ თავს დაესხნენ 500 მშვიდობიან მოქალაქეს და დაარბიეს ასობით ბიზნესი.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სხვა ქალაქებში ოფიციალური შენობების მახლობლად ხალხმრავლობაა და როგორც ჩანს, ინტერნეტ სერვისები გამორთულია ქვეყნის მასშტაბით.
ამავე თემაზე:
მედიის ცნობით, ყაზახეთის ქალაქ ალმათიში, საოლქო ადმინისტრაციაში დემონსტრანტები შეიჭრნენ