ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ ქვეყნის დატოვებას არ აპირებს და 6 იანვრიდან უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის პოსტზე ნურსულთან ნაზარბაევს შეცვლის.
საპროტესტო აქციები ყაზახეთში სამი დღის წინ დაიწყო და დღემდე გრძელდება. 2 იანვარს, ქალაქ ჟანაოზენისა და აქტაუს მცხოვრებლები საწვავზე ფასების დაწევის მოთხოვნით გამოვიდნენ ქუჩებში.
მედიის ცნობით, 5 იანვარს აქციის მონაწილეები ალმათიში ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. დაიკავეს პრეზიდენტის რეზიდენციაც. პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. ქალაქის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის რეზიდენციის და პროკურატურის შენობებს ცეცხლი უკიდია.
ეუთოს თავმჯდომარემ ენ ლინდემ ყაზახეთში სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ძალადობა არსებული პრობლემების გადაჭრის არასწორი გზაა.
კრემლში თვლიან, რომ ყაზახეთს შიდა პრობლემების გადაჭრა დამოუკიდებლად შეუძლია