რუსეთის ფედერაციის უზენაესმა სასამართლომ ალექსეი ნავალნის მიერ დაარსებული პოლიტიკური პარტია “მომავლის რუსეთი“ გააუქმა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია სასამართლოს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სასამართლომ დააკმაყოფილა იუსტიციის სამინისტროს თხოვნა პოლიტიკური პარტია „მომავლის რუსეთის“ გაუქმების შესახებ.
ცნობისათვის, ერთი წლის წინ, იუსტიციის სამინისტრომ უარი განაცხადა პარტია “მომავლის რუსეთის“ რეგისტრაციაზე იმ მოტივით, რომ ამ სახელით სხვა პოლიტიკური ორგანიზაცია უკვე სარგებლობდა.