ე.წ. დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით, გენერალურ პროკურატურაში თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა. მისი დაკითხვის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს პროკურატურის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი საზღვრის დამდგენი კომისიის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოიკითხა.ირაკლი ღარიბაშვილის გამოკითხვას ამ საქმის ბრალდებულის ივერი მელაშვილის დაცვის მხარე თვეზე მეტია, ითხოვს.
ისინი თავდაცვის მინისტრის გარდა ასევე ითხოვენ მმართველი პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის დაკითხვასაც.პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ბრალდებით 2020 წლის 17 აგვისტოს დაიწყო. სექტემბერში, კი სახელმიწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს. გამოძიება მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურის განცხადებით, დაკავებულებმა საზღვარი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და „საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს“.პროკურატურამ გამოძიება თავდაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებული რუკების საფუძველზე დაიწყო, რომელიც მათ, თავის მხრივ, რუსეთში მომუშავე ბიზნესმენის, დავით ხიდაშელის დახმარებით მოიპოვეს.