მექსიკის დედაქალაქის ცენტრში ანთროპოლოგიისა და ისტორიის ეროვნულმა ინსტიტუტის (INAH) არქეოლოგებმა აცტეკების პერიოდის „თავის ქალების კოშკი“ აღმოაჩინეს, რომელიც 100-ზე მეტი კაცის, ქალისა და ბავშვის თავის ქალას მოიცავს.
არქეოლოგების აზრით, „თავის ქალის კოშკი“,1486–1502 წლით თარიღდება. აღმოჩენილი თავის ქალებიდან, მინიმუმ სამი თავის ქალა ეკუთვნოდა ბავშვს, რაზეც თავის ქალის ზომა და განუვითარებელი კბილები მეტყველებს.
ანთროპოლოგიისა და ისტორიის ეროვნული ინსტიტუტის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ჯერ კიდევ მარტში, ინსტიტუტის ურბანული არქეოლოგიის გუნდმა, აღნიშნული კოშკის აღმოსავლეთით აღმოაჩინა 119 თავის ქალა. მკვლევართა განცხადების მიხედვით, ზოგიერთი თავის ქალა შეიძლება ეკუთვნოდეთ ადამიანებს, რომლებიც ღმერთებს რიტუალური მსხვერპლშეწირვის დროს შესწირეს.
აცტეკების იმპერიის დედაქალაქ ტენოჩტიტლანის სამეფოს მთავარი სატაძრო კომპლექსის, ტემპლო-მაიორის ნანგრევებში უკვე აღმოჩენილია 600-ზე მეტი თავის ქალა. მექსიკის ხელისუფლების განცხადებით, ეს ბოლო წლებში ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური აღმოჩენებია.