სადეპუტატო მანდატების გაუქმების მოთხოვნით, დღეს მეათე მოწვევის პარლამენტს, რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ მიმართა.
დეპუტატის მანდატები ოფიციალურად გააუქმეს პარტიებმა - „ნაციონალური მოძრაობა“ „რესპუბლიკური პარტია“ „სახელმწიფო ხალხისთვის“, „ევროპული საქართველო“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებლი“ . რაც შეეხება „ლეიბორისტულ პარტიას“, მან პარლამენტს 15 დეკემბერს მიმართა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, პარლამენტში შესვლის მანდატი ჯამში 8 ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა მოიპოვეს.
ამ დრომდე სამ პარტიას: „გირჩს“, „მოქალაქეებსა“ და „პატრიოტთა ალიანსს“ საკანონმდებლო ორგანოსთვის, მანდატების გაუქმების მოთხოვნით, ჯერ არ მიუმართავთ.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების თანახმად, „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში პროპორციული სიით 36 დეპუტატი ჰყავს, „ევროპულ საქართველოს - 5, „სტრატეგია აღმაშენებელს “-4, „ლელოს“-4, „გირჩს“ - 4, „პატრიოტთა ალიანსს“- 4 „მოქალაქეებს“ - ორი , „ლეიბორისტულ პარტიას“ კი - ერთი.
დეპუტატებს შვიდდღიანი ვადა აქვთ საკუთარი გადაწყვეტილების შესაცვლელად და მიმართვების უკან გასაწვევად.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მის პოლიტიკურ ბლოკში შემავალი სუბიექტების, ასევე „ევროპული საქართველოს“, საარჩევნო ბლოკ „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ლეიბორისტული პარტიისა“ და „ლელოს“ ლიდერების შესაბამისი განცხადებების საფუძველზე, პარტიული სიები უკვე გააუქმა და კანდიდატები რეგისტრაციიდან მოხსნა.
ოპოზიციური პარტიები ხელიუსფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ, პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.