უკრაინელები იმსახურებენ მშვიდობას, - ეს რომის პაპის სიტყვებია უკრაინის გარშეო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. პაპმა ფრანცისკემ უკრაინელებს უწოდა „ნატანჯი ხალხი; აღნიშნა, რომ ისინი განიცდიდნენ შიმშილს, მრავალ სისასტიკეს და რომ უკრაინელები იმსახურებენ მშვიდობას“.
„გთხოვთ, ილოცოთ უკრაინაში მშვიდობისთვის და ეს ხშირად, მთელი დღის განმავლობაში გააკეთოთ. დაე, ლოცვამ მიაღწიოს მათ გულებსა და გონებამდე, ვინც პასუხისმგებელია სამყაროზე, რათა დიალოგმა გაიმარჯვოს და ყველას სიკეთე ცალკეულ ინტერესებზე მაღლა დადგეს“, - აღნიშნა რომის პაპმა.
როგორც ცნობილია, რომის პაპმა 26 იანვარი მშვიდობისთვის ლოცვის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.