აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან „უახლოეს დღეებში“ გამართავს მოლაპარაკებას.
ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ აშშ NATO-ს ღია კარის პოლიტიკაზე უარს არ იტყვის.
„ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის, ჩვენ დიპლომატიას ვირჩევთ და მზად ვართ, წინ წავიწიოთ იმ სფეროებში, რომლებშიც თანამშრომლობის შესაძლებლობა არსებობს“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე.
მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, რომ გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან, და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. აშშ მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები.
შეერთებულმა შტატებმა რუსეთის მიერ წამოყენებულ პირობებთან დაკავშირებით წერილობითი პასუხი წარადგინა