გლდანში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად, ერთ-ერთ ბინაში 5 ადამიანი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 3 მცირეწლოვანი. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
შსს-ში ინფორმაციიით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.