შოთა არველაძემ ინგლისში სამწვრთნელო კარიერა წარმატებით დაიწყო. მისმა გუნდმა, „ჰალ სიტიმ“ პირველ მატჩში „სუონსი სიტი“ დაამარცხა. ქართველი სპეციალისტის გუნდმა მატჩი ანგარიშით 2:0 მოიგო. „ჰალ სიტი“ 32 ქულით სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილზეა.
ინგლისის პრემიერშიფის „ჰალ სიტიმ“ ოფიციალურ გვერდზე 27 იანვარს დაადასტურა, რომ შოთა არველაძე კლუბის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. მასთან ორწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გაფორმდა. შოთა არველაძე 2017 წლიდან 2020 წლამდე უზბეკეთში ტაშკენტის „ფახთაქორის“ მწვრთნელი იყო. ასევე იმუშავა თურქეთში „კაისერში“, „ქასიმფასაში“, „ტრაბზონსა“ და ისრაელში თელ-ავივის „მაკაბიში“.
შოთა არველაძე არის საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი (61 მატჩში 26 გოლით). მოიგო ჩემპიონის ტიტულები შოტლანდიის „რეინჯერსში“, ნიდერლანდებში „აიაქსში“ და თბილისის „დინამოში“.