სომხეთის მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის მინისტრმა ვაჰაგნ ხაჩატრიანმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ ის პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა. დეტალებზე საუბარს ხაჩატურიანი მოგვიანებით გეგმავს.
ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის გადადგომის შემთხვევაში, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს გადადგომიდან არა უადრეს 25 და არა უგვიანეს 35 დღისა. პრეზიდენტს პარლამენტი ირჩევს შვიდი წლის ვადით.
ვაჰაგნ ხაჩატრიანს 1992-1996 წლებში ერევნის მერის თანამდებობა ეკავა. 1995-1999 წლებში პარლამენტის წევრი იყო, ხოლო 1996-1998 წლებში - პრეზიდენტის მრჩეველი. 2000 წელს მან დააარსა სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის ცენტრი. ხაჩატურიანი მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრად დაინიშნა 2021 წლის 4 აგვისტოს.
სომხეთის პრეზიდენტი 23 იანვარს გადადგა.