აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ დაადასტურა, რომ ესპანურ გაზეთ El País-ში გამოქვეყნებული რუსეთის მოთხოვნებზე აშშ-ის წერილობითი პასუხი ავთენტურია.
„ჩვენ არ გამოგვიქვეყნებია ეს დოკუმენტი, თუმცა ის ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვამბობდით. ჩვენს საჯარო და კერძო განცხადებებს შორის შეუსაბამობა არ არის“, - აღნიშნა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ამასთნ, El Pais-ის ცნობით, აშშ-მ და NATO-მ საპასუხო წერილში რუსეთს საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან საკუთარი ძალების გაყვანისკენ მოუწოდეს.