პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, რუბენ სადოიანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და გამოთქვა იმედი, რომ სამომავლო თანამშრომლობაც ამ სულისკვეთებით გაგრძელდება.
მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა, მათ შორის, საპარლამენტო მიმართულებით და გამოხატეს ორმხრივი კავშირების შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა.