თბილისის საქალაქო სასამართლომ ქრთამის აღებისა და თაღლითობის მცდელობის ბრალდების საქმეზე დააკმაყოფილა საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა და „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ოთხ თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პროკურორის თქმით, საქმეში არსებობს მოწმეთა ჩვენებები და ასევე ფაქტების ამსახველი ვიდეო-აუდიომტკიცებულებები, საიდანაც იკვეთება, რომ ქრთამის აღებას სისტემური ხასიათი ჰქონდა.
ამასთან, საქმეზე გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.