ჩინეთის დედაქალაქი პეკინი ზამთრის ოლიმპიადას 4-20 თებერვალს მასპინძლობს.
საქართველოს ნაკრები ოლიმპიურ თამაშებში ცხრა სპორტსმენით არის წარმოდგენილი. ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე სპორტის თხუთმეტ სახეობაში გათამაშდება მედლები. ქართველები კი მხოლოდ სამ სახეობაში გამოვლენ.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, პირველები სარბიელზე ფიგურული ციგურაობის წარმომადგენლები გავიდნენ, ამასთან, ისტორიაში პირველად, საქართველო ფიგურული ციგურაობის გუნდურ შეჯიბრშია წარმოდგენილი, ეს კი კაცთა და ქალთა ერთეულებში, სპორტულ წყვილებსა და სპორტულ ცეკვებში ასპარეზობებს ითვალისწინებს.
ჩინეთის ხელისუფლების მიერ უმცირესობების უფლებების დარღვევის გამო, ოლიმპიადას ბოიკოტი აშშ-მ, ავსტრალიამ, ბრიტანეთმა, გერმანიამ, კანადამ და სხვა ქვეყნებმა გამოუცხადეს.
ზამთრის ოლიმპიადის გახსნას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ოცამდე ქვეყნის წარმომადგენლები დაესწრნენ.