საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია პეკინში ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე წარდგა

საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე წარდგა. საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას ქვეყნის დროშით მოუძღოდნენ სამთო მოთხილამურე ნინო წიკლაური და მოციგურავე მორის ყვითელაშვილი. ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშები გახსნილად ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა გამოაცხადა. ზამთრის ოლიმპიადის გახსნას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ოცამდე ქვეყნის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

ინფორმაციისთვის ჩინეთის ხელისუფლების მიერ უმცირესობების უფლებების დარღვევის გამო, ოლიმპიადას ბოიკოტი აშშ-მ, ავსტრალიამ, ბრიტანეთმა, გერმანიამ, კანადამ და სხვა ქვეყნებმა გამოუცხადეს.