IRI საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება​

საქართველოში 31 ოქტომბერს გასამართ საპარლამენტო არჩევნებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი დააკვირდება.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დამკვირვებლები ცესკოს მოწვევით ჩამოდიან.

“ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და გამოცდას ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისთვის. IRI-ს მისია ყურადღებას გაამახვილებს იმ საკვანძო საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესის სრულყოფისთვის, მათ შორის როგორიცაა საარჩევნო ადმინისტრაცია, მედიის თავისუფლება და გამჭვირვალობა, პოლიტიკური პარტიების კამპანია და დაფინანსება. გარდა ამისა, მისია ყურადღებას გაამახვილებს კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, ამომრჩევლის უსაფრთხოების დასაცავად შემოღებული ზომების შესრულებაზე,” – განაცხადა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის დირექტორმა, სტივენ ნიქსმა.

მისიის შემადგენლობაში იქნება მრავალმხრივი გამოცდილების ხუთი გრძელვადიანი ტექნიკური ანალიტიკოსისგან. ისინი დააკვირდებიან და შეაფასებენ საარჩევნო პროცესის ყველა ფაზას და მათზე დაყრდნობით, IRI გამოაქვეყნებს ანგარიშებს, რომლებიც მომზადდება მთავრობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან სიღრმისეული ინტერვიუების საფუძველზე.