აზერბაიჯანმა სომხეთს 2021 წელს დაკავებული რვა სამხედრო მოსამსახურე გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, გადაცემული სამხედროების ნაწილი 2021 წლის 16 ნოემბერს დააკავეს, აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის ქალბაჯარის მონაკვეთის გადაკვეთისას.
ამასთან, როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, ამ ნაბიჯის საპასუხოდ, სომხურმა მხარემ აზერბაიჯანულ მხარეს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია სომხეთ-აზერბაიჯანის პირველი ომის დროს დაღუპული აზერბაიჯანის სამხედროების, მშვიდობიანი მოსახლეობისა და მათი სავარაუდო დაკრძალვის ადგილების შესახებ.