ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს. ამ პოსტზე მას ლევან დავითაშვილი შეცვლის, რომელიც აქამდე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო.
ნათია თურნავა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობაზე 2019 წლის 18 აპრილს დაინიშნა. დავითაშვილის ნაცვლად ოთარ შამუგია იქნება გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი, რომელიც მანამდე ლევან დავითაშვილის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ლევან დავითაშვილს ვიცე-პრემიერის თანამდებობაც შეუნარჩუნდება.
ამავე თემაზე: