პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკადრო ცვლილებებზე საუბრისას ნათია თურნავას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ის გუნდის წევრად რჩება. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ნათია თურნავამ სამინისტროში ძალიან ბევრი საქმე გააკეთა, ახლა კი თავისი გეგმები აქვს.
„მინდა, ჩემი და მთავრობის სახელით, მადლობა ვუთხრა ქალბატონ ნათიას გაწეული სამსახურისთვის. ქალბატონი ნათია სამი წელი იყო მინისტრი და ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან ბევრი საქმე გააკეთა სამინისტროში. ნათია იყო და არის ჩვენი გუნდის წევრი და რჩება ჩვენი გუდის წევრად. მას აქვს თავისი გეგმები, თავისი ხედვები და თავისი სურვილი, ამის თაობაზე თავად მოგახსენებთ. მე მინდა, მას კიდევ ერთხელ ვუთხრა მადლობა და წარმატებას ვუსურვო“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, მთავრობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა.