დანია მზადაა, უკრაინას სამხედრო დახმარება მიაწოდოს. ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, ბერლინში განაცხადა.
ფრედერიკსენის თქმით, კონსულტაციები მიმდინარეობს და დანიის თავდაცვის სამინისტრო დღეს მართავს შეხვედრას, რათა უკრაინის კონკრეტული მოთხოვნები განიხილოს. მან არ დააკონკრეტა, საუბარია იარაღის მიწოდებაზე, თუ სხვა სახის დახმარებაზე.
ფრედერიკსენმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა მზად არის, აქტიურად დაეხმაროს უკრაინას კიბერ თავდაცვის საკითხში.
კიევის არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, გერმანია უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდებაზე უარს აცხადებს.
ამავე თემაზე:
საერთაშორისო პარტნიორებმა უკრაინას $1,5 მილიარდის ოდენობის სამხედრო და თავდაცვითი დახმარება გადასცეს