საერთაშორისო პარტნიორებმა უკრაინას $1,5 მილიარდის ოდენობის სამხედრო და თავდაცვითი დახმარება გადასცეს

კიევში თვითმფრინავი დაეშვა, რომელმაც უკრაინაში ბრიტანეთის სამხედრო დახმარება ჩაიტანა. თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვის თქმით, უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალებისთვის სამხედრო ტვირთი და აღჭურვილობა, მათ შორის ტყვიაგაუმტარი ჟილეტები, ჩაფხუტი და სხვა, დიდი ბრიტანეთიდან უკრაინაში 8-9 თებერვალს ჩაიტანეს.

მანამდე ბრიტანეთის ხელისუფლებამ უკრაინაში 100-ზე მეტი ელიტური სპეცრაზმის წევრი გაგზავნა უკრაინის სპეცრაზმის მომზადებაში დასახმარებლად.

„კიდევ ორი თვითმფრინავი სამხედრო აღჭურვილობით მზადაა. ეს არის უსაფრთხოების სფეროში დახმარების ნაწილი, 200 მლნ. დოლარის ღირებულების პაკეტი იანვარში დამტკიცდა. შეერთებული შტატები განაგრძობს უკრაინისთვის უმნიშვნელოვანეს მხარდაჭერას, რაც დაეხმარება მას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში“, - თავის მხრივ იუწყება უკრაინაში ამერიკის საელჩო. 

უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების მე-9 თვითმფრინავი უკვე ჩავიდა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა Facebook-ზე დაწერა. „მე-9 ჩიტი შეერთებული შტატებიდან და მეორე ავიატვირთმზიდი სამხედრო დახმარებით, რომელიც დღეს ბორისპოლის აეროპორტმა მიიღო", - წერს მინისტრი. 

რეზნიკოვის თქმით, ამერიკულმა თვითმფრინავმა კიევში 80 ტონაზე მეტი წონის სამხედრო აღჭურვილობა ჩაიტანა, მათ შორის არის საბრძოლო მასალა.

მერვე თვითმფრინავი აშშ-ის სამხედრო დახმარებით უკრაინაში 5 თებერვალს დაეშვა. მან ადგილზე 86 ტონა საბრძოლო მასალა ჩააიტანა.

დღემდე, საერთაშორისო პარტნიორებმა უკრაინას 1,5 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო და თავდაცვითი დახმარება გაუწიეს. უკრაინა დღეს გრძნობს უმაღლეს მხარდაჭერას პოლიტიკის, უსაფრთხოების და ეკონომიკის სფეროებში. ჩვენ ვაფასებთ ამას და უაღრესად მადლიერნი ვართ ფინანსური და თავდაცვითი მხარდაჭერისთვის, ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიმართ მტკიცე პოზიციისთვის.

„ჩვენმა პარტნიორებმა უკვე მიაწოდეს სამხედრო და თავდაცვითი დახმარება უკრაინას დაახლოებით 1,5 მილიარდი დოლარის ოდენობით. რამდენიმე ქვეყანა ახლაც განიხილავს უკრაინის სამხედრო და ფინანსური დახმარების შესაძლებლობას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა მთავრობის სხდომაზე.

როგორც ცნობილია, 19 იანვარს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები აპირებს უკრაინაში უსაფრთხოების დახმარების ახალი პარტიების გაგზავნას უახლოეს კვირებში და გაზრდის მხარდაჭერას ახალი რუსული აგრესიის შემთხვევაში.

ასევე წაიკითხეთ:

უკრაინამ აშშ-სგან სამხედრო დახმარების მეხუთე პარტია მიიღო

პოლონეთი უკრაინას თავდაცვით იარაღს მიაწვდის


ინფორმაციისთვის, უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების გაძლიერების ფონზე, ამერიკელი ჯარისკაცების პირველი შემადგენლობა ევროპაში 2 თებერვალს ჩავიდა. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ თავის მხრივ განაცხადა, რომ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში. გარდა ამისა, NATO-ს მოკავშირეები უკრაინას თავდაცვით იარაღს აწვდიან.

დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად წერილობით უპასუხა რუსეთის მოთხოვნებს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". ამასთან, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, რომ მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, კომპრომისზე არ წავლენ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები და ალიანსები.

მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. დასავლეთი მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა, შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები.

ასევე წაიკითხეთ:

მაიკლ კარპენტერი: თუ რუსეთი სამხედრო ესკალაციის გზას აირჩევს, მზად ვართ, დავაწესოთ მძიმე და უპრეცედენტო ზომები