რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი ითხოვს, რომ გაერომ „მეთვალყურე სახელმწიფოს“ სტატუსი მიანიჭოს

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი ითხოვს, რომ გაერომ მიანიჭოს „მეთვალყურე სახელმწიფოს“ სტატუსი, რაც გენერალური ასამბლეის დისკუსიებში მონაწილეობის საშუალებას მისცემს.

ამასთან, გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის სახელზე მომზადებული მიმართვა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ სოხუმში, რუსეთის „საელჩოში“ გადასცა „გაეროს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის“ ვიცე-პრეზიდენტს, ალექსეი ბორისოვს. 

 

ცნობისთვის, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოს ორი ტერიტორიის - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარებული აქვს გაეროს 193 წევრი ქვეყნიდან 5-ს: რუსეთს, ვენესუელას, ნიკარაგუას, სირიას და ნაურუს. ხოლო, გაეროში მეთვალყურის სტატუსით სარგებლობენ კათოლიკური ეკლესიის ეპარქია რომში - წმინდა საყდარი და პალესტინა.