დანია აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ახალ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს დაიწყებს, რაც შეიძლება, დანიის ტერიტორიაზე ამერიკული ჯარების და სამხედრო აღჭურვილობის განლაგებას მოიცავდეს.
მაგრამ დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა ჟურნალისტებთან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი არ არის განპირობებული რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული დაძაბულობით. მისი თქმით, კოპენჰაგენსა და ვაშინგტონს შორის სამხედრო თანამშრომლობის გააქტიურებაზე მოლაპარაკებები დიდი ხანია, მიმდინარეობს.
მისი თქმით, დანიისა და ამერიკის ახალი შეთანხმება „გარღვევა იქნება მრავალი ათწლეულის შემდეგ“, პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც არ განიხილავდა უცხოური ჯარების განლაგებას დანიის ტერიტორიაზე.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ფრედრიკსენის განცხადებას მიესალმა.