იმ ფანჯარასთან ვიმყოფებით, როდესაც უკრაინაში შეჭრა შესაძლოა, ნებისმიერ დროს მოხდეს, მათ შორის, ოლიმპიადის დროსაც, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო რამდენიმე დღეა, უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების რაოდენობა იზრდება.
„ჩვენ ისევ ვხედავთ ესკალაციის ძალიან შემაშფოთებელ ნიშნებს. მათ შორის, უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების ზრდას“, – განაცხადა ბლინკენმა.
ამასთან, სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, სწორედ ამით იყო განპირობებული ამერიკის მოწოდება უკრაინაში მყოფი ამერიკის მოქალაქეებისთვის.
ცნობისთვის, ჯო ბაიდენმა უკრაინაში აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდა, რომ ქვეყანა დატოვონ.