სომხეთს „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში“ (ОДКБ) ხმის უფლება ჩამოერთვა

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრმა სახელმწიფოებმა სომხეთს ორგანიზაციაში ხმის მიცემისა და ხელმძღვანელ თანამდებობებზე საკუთარი წარმომადგენლების წარდგენის უფლება შეუჩერეს.


ინფორმაციას სომხური მედია რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანზე, დიმიტრი პესკოვზე დაყრდნობით ავრცელებს. გადაწყვეტილება მოსკოვში გამართულ სამიტზე მიიღეს.


პესკოვის განცხადებით, გადაწყვეტილება ორგანიზაციის წესდების საფუძველზე მიიღეს, რადგან სომხეთი რამდენიმე წლის განმავლობაში წევრობით გათვალისწინებულ ფინანსურ ვალდებულებებს არ მისივე თქმით, მიღებული გადაწყვეტილება სომხეთს კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ძირითად უფლებებს არ ართმევს.


ორგანიზაციის წესდების 25-ე მუხლის თანახმად, წევრი სახელმწიფო ორი წლის განმავლობაში საწევრო შენატანებს თუ არ იხდის, მას, შესაძლოა, შეუჩერდეს ხმის მიცემისა და ორგანიზაციის თანამდებობებზე კანდიდატების წარდგენის უფლება.


შეზღუდვები დავალიანების სრულ დაფარვამდე მოქმედებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, სომხეთი 2024 წლიდან ორგანიზაციის ბიუჯეტში საწევრო შენატანებს აღარ იხდის. 


ცნობისთვის, სომხეთმა ორგანიზაციაში მონაწილეობა 2024 წლის თებერვალში შეაჩერა. პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განმარტა, რომ ორგანიზაციამ სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ვალდებულებები არ შეასრულა, მათ შორის აზერბაიჯანთან კონფლიქტის დროს. ხმის მიცემის უფლების შეჩერების მიუხედავად, სომხეთი ორგანიზაციის წევრად ფორმალურად რჩება.