აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ სატელეფონო საუბარი გამართეს, – ინფორმაციას „სიენენი“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ წარმომადგენელზე, ნედ პრაისზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კულებას ავსტრალიიდან დაუკავშირდა, სადაც სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
ცნობისთვის, სატელეფონო საუბარი მას შემდეგ შედგა, რაც უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ალბათობა ძალიან მაღალია.