ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის შემაშფოთებელია ის მდგომარეობა, რომელიც არის უკრაინაში გაიზარდა ინტერვენციის საფრთხე

ჩვენთვის შემაშფოთებელია ის მდგომარეობა, რომელიც არის უკრაინაში გაიზარდა ინტერვენციის საფრთხე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ჩვენ ვამბობდით, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ამოცანა უნდა ყოფილიყო უკრაინაში ომის არდაშვება. სამწუხაროდ, ტენდენციები არ არის კარგი, ჩვენ მაინც ვიტოვებთ იმედს, რომ ომი არ დაიწყება, თუმცა რისკები არის საკმაოდ მაღალი.

რაც შეეხება ჩვენს პოზიციას მოქალაქეებთან დაკავშირებით, ყველაფერი გაკეთდება, რათა თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება იყო დაცული, რა ზომებიც იქნება ამისთვის საჭირო, ყველა ზომას მივიღებთ. ამ ეტაპზე საგარეო საქმეთ სამინისტრომ გაავრცელა განცხადება მოსალოდნელ საფრთხეებზე, ჩვენ ყოველდღიურად დავაკვირდებით მოვლენებს და ამ დაკვირვების საფუძველზე მივიღებთ ზომებს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად.

ჩვენ გვაქვს კონკრეტული პრინციპები, ჩვენი მთავარი სურვილი და ამოცანა არის ის, რომ ომი არ იქნეს დაშვებული და აქეთკენ უნდა იყოს მობილიზებული მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობის საზოგადოება. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი არის უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ეს არის ის პრინციპები, რომლებითაც ჩვენ ვიხელმძღვანელებთ, დანარჩენი ჩვენ დავაკვირდებით მოვლენებს და გადაიდგმება ნაბიჯი“, – განაცხადა კობახიძემ.