აშშ რუსეთის ტერიტორიულ წყლებში ოპერაციების განხორციელებას უარყოფს

„რუსეთის განცხადებები მათ ტერიტორიულ წყლებში ოპერაციების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება“, -ამის შესახებ აშშ-ის საზღვაო ძალების კაპიტანმა კაილ რეინსმა, აშშ-ის ინდო-წყნარი ოკეანის სარდლობის წარმომადგენელმა განაცხადა.

„მე არ გავაკეთებ კომენტარს ჩვენი წყალქვეშა ნავების ზუსტი ადგილმდებარეობის შესახებ, მაგრამ ჩვენ ვფრინავთ, ვცურავთ და უსაფრთხოდ ვმოქმედებთ საერთაშორისო წყლებში”, -აღნიშნა კაილ რეინსმა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის საზღვაო ძალების ვირჯინიის კლასის წყალქვეშა ნავი 12 თებერვალს, მოსკოვის დროით დილის 10:40 საათზე წყნარი ოკეანის ფლოტის წვრთნების მიდამოში, კურილის ჯაჭვის კუნძულ ურუპთან აღმოაჩინეს.