სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრასს ესაუბრა, რათა განეხილა მწვავე და საერთო შეშფოთება იმის თაობაზე, რომ რუსეთი შესაძლოა, განიხილავს უკრაინის წინააღმდეგ შემდგომი სამხედრო აგრესიის განხორციელებას უახლოეს დღეებში.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მდივანმა ბლინკენმა ხაზი გაუსვა NATO-ს მოკავშირეებთან და რეგიონში ევროპელ პარტნიორებთან მუშაობის მნიშვნელობას, რათა რუსეთს სწრაფი, მძიმე ზომები დაეკისროს უკრაინის წინააღმდეგ შემდგომი სამხედრო აგრესიის საპასუხოდ.
მხარეებმ ასევე გაზი გაუსვეს საერთაშორისო ძალისხმევის გაგრძელების მნიშვნელობას, უსაფრთხოების ორმხრივ საკითხებზე რუსეთთან მნიშვნელოვანი დიალოგის მოძიების მიზნით, რამაც შეიძლება, ხელი შეუწყოს დიპლომატიურ გადაწყვეტას.
მდივანმა ბლინკენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები ნებისმიერ გადაწყვეტილებას თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კონსულტაციის საფუძველზე მიიღებს.