ოლაფ შოლცი: ალიანსებში გაწევრიანების საკითხი ამჟამად აქტუალური არ არის

მაშინ, როდესაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა თავისი ქვეყნის ამბიცია NATO-ში გაწევრიანების შესახებ, ოლაფ შოლცმა გაკვირვება გამოხატა, თუ რატომ გახადა რუსეთის მთავრობამ უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხი დიდი პოლიტიკური დებატების საგანი, რადგან მისი თქმით, ეს საკითხი დღის წესრიგში ამჟამად არ დგას. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა და გერმანიის კანცლერმა კიევში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

„ამჟამად ალიანსებში გაწევრიანების საკითხი აქტუალური არ არის, ამიტომ ცოტა გასაკვირია, რომ რუსეთის მთავრობამ მნიშვნელოვანი პოლიტიკური განხილვის საგანი გახადა საკითხი, რომელიც ახლა დღის წესრიგში არ არის“, - განაცხადა შოლცმა. ამასთან, შოლცმა აღნიშნა, რომ ალიანსის თავისუფალი არჩევანის პრინციპი არ შეიძლება იყოს განხილვის საგანი და ერთი სახელმწიფო ვერ ეტყვის მეორეს, რომელ ალიანსში გაწევრიანდეს.

„ამჟამად ამოცანა არის დეესკალაცია. ამ მიზნით არის ნორმანდიის ფორმატი, არის მინსკის შეთანხმებები, არის NATO-რუსეთის საბჭო და არის ეუთოს მიერ მოწოდებული სხვადასხვა ფორმატი ეს არის ჩვენი ამოცანა ახლა“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა.


მთავარი გზავნილები უკრაინაში ოლაფ შოლცის ვიზიტიდან