უკრაინას ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან

ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები უახლოეს მომავალში უკრაინაში ჩასვლას გეგმავენ.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ, გაბრიელიუს ლანდსბერგისის თქმით, თუ ევროკავშირისა და NATO-ს სხვა ქვეყნების მინისტრები შეუერთდებიან ასეთ ვიზიტს, ეს იქნება ძალიან მძლავრი სიგნალი და შექმნის ერთგავ პოლიტიკურ ფარს მოსალოდნელი საფრთხეების წინაშე. 

კიევში 14 თებერვალს იმყოფებოდა გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი. ამ კვირაში უკრაინას ოფიციალური ვიზიტით ეწვევიან იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუიჯი დი მაიო, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი და პოლონეთის სენატის მარშალი პოლონეთის სეიმის მარშალი ტომაშ გროძკი.


რუსეთის განცხადებით, სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ.

14 თებერვალს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი, ლავროვმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ არსებობს მზადყოფნა, გაგრძელდეს მოლაპარაკებები დასავლეთთან რუსეთის ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებზე. ლავროვმა დაამატა, რომ შეთანხმების შანსი არსებობს.

14 თებერვალს, გვიან ღამით, ჯო ბაიდენმა და ბორის ჯონსონმა უკრაინის საკითხზე იმსჯელეს. ლიდერებმა განაცხადეს, რომ კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარების იმედი ჯერ კიდევ არის.

უფრო ადრე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც განაცხადა: „გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე, ჩვენ მას ერთიანობის დღედ ვაქცევთ“.

რუსეთი უკრაინაში შეჭრის გეგმებს უარყოფდა, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი განალაგა. დასავლეთი მას უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მძიმე ზომებით ემუქრება.