პუტინი: NATO-ში უკრაინის გაწევრიანების საკითხი ჩვენ ახლა უნდა გადავწყვიტოთ

ბოლო 30 წლის განმავლობაში გვეუბნებოდნენ, რომ NATO-ს გაფართოება საერთოდ არ მოხდებოდა, მაგრამ დღეს ჩვენ ვხედავთ ინფრასტრუქტურას „ჩვენს კართან“. რუსეთის პრეზიდენტმა ამის შესახებ გერმანიის კანცლერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პუტინი დაინტერესდა, როდის მიიღებენ უკრაინას NATO-ში, მაშინ, როდესაც, მისი თქმით, უკრაინას განაცხადის პროცესიც კი არ დაუწყია და ექსპერტები ამბობენ, რომ ქვეყანა შორს არის ამის გაკეთებისგან. 

„ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ეს საკითხი ახლა, ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ეს საკითხი ამ მოლაპარაკებების განმავლობაში“, - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი.

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი შეშფოთება ჩვენს პარტნიორებს მოისმენენ და სერიოზულად მიიღებენ“, - აღნიშნა პუტინმა.

რუსეთის მთავარი მოთხოვნაა, რომ დასავლეთმა უზრუნველყოს გარანტია, რომ უკრაინა NATO-ს არ შეუერთდება.


მთავარი გზავნილები რუსეთში შოლცის ვიზიტიდან