ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის შესახებ კითხვის საპასუხოდ, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ გერმანიამ აიღო ვალდებულება, უზრუნველყოს გაზის ტრანსპორტირება ევროპაში.
მისი თქმით, გერმანიას სურს დარწმუნდეს, რომ უკრაინის გამო ომი არ იქნება, რადგან მას ექნება შორსმიმავალი შედეგები. გერმანიის კანცლერი აცხადებს, რომ „უსაფრთხოების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ რუსეთთან ერთად და არა რუსეთის წინააღმდეგ“.
მისი თქმით, NATO და ევროპა ერთ პოზიციაზე არიან, რომ გამოსავალი უნდა მოიძებნოს, რაც არ უნდა რთული იყოს.
„ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ მამაცები და პასუხისმგებელი ჩვენს ქმედებებში. ომი ევროპაში წარმოუდგენელია და ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ასეც დარჩება“, - აღნიშნა შოლცმა.