უკრაინის ერთიანობის დღესთან დაკავშირებით, კიევში, დამოუკიდებლობის მოედანზე ქვეყნის ეროვნული დროშა დრონების საშუალებით ჰაერში გაუშვეს. პერფორმანსის ორგანიზატორების თქმით, მათი მიზანი იყო, ეჩვენებინათ მსოფლიოსთვის, რომ რუსული საფრთხის წინაშე უკრაინელები ერთიანი არიან.
კიევის ქუჩებში გამოფენილია ეროვნული დროშები, ხოლო საღამოს სახელმწიფო შენობები უკრაინის დროშის ფერებში განათდება.
ცნობისთვის, უკრაინაში დღეს, 16 თებერვალს, როდესაც დასავლეთის ქვეყნები რუსეთის მხრიდან თავდასხმის დაწყებას ვარაუდობდნენ, უკრაინის ერთიანობის დღე აღინიშნება.