რუსეთი და ბრაზილია თანამშრომლობის განვითარებაზე შეთანხმდნენ. ვლადიმერ პუტინმა ბრაზილიას ლათინურ ამერიკაში „რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი“ უწოდა და აღნიშნა, რომ გასულ წელს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა 87%-ით გაიზარდა.
პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი და ბრაზილია წარმატებით მუშაობენ პროექტებზე ჰიდრო და ატომური ენერგეტიკის, ქიმიური და ფარმაცევტული მრეწველობისა და კოსმოსური კვლევის პროექტებზე. თავის მხრივ, ბოლსონარუმ განაცხადა, რომ მას "რუსეთის მიმართ სოლიდარობის გრძნობა აქვს".
„ორ ქვეყანას თანამშრომლობის კარგი პერსპექტივები აქვს სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით თავდაცვის, ნავთობისა და გაზისა და სოფლის მეურნეობის სფეროში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ვიზიტი მოსკოვში არის სიგნალი მთელი მსოფლიოსთვის, რომ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს განვითარების კარგი პერსპექტივები აქვს“, - განაცხადა ბოლსონარუმ.